ეკოლიდერთა სკოლაში მორიგი შეხვედრა ცენტრის თანამშრომელმა ანა ტარყაშვილმა ჩაატარა და მოსწავლეებს ატმოსფერული ჰაერისა და წყლის შესახებ ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ეკოლიდერთა სკოლა” 13-17 ასაკისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ მოსწავლეებზეა გათვლილი და მიზნად მათთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
ორი თვის განმავლობაში ლექციები ნარჩენების მართვას, ბიომრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებს, მწვანე ბიზნესსა და ინოვაციებს, გარემოსდაცვითი პრინციპებს, პროექტების წერასა და პიარს დაეთმობა.