გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კიდევ 13 ადამიანმა გაიარა გარემოსდაცვითი მმართველის კურსი.
ხუთდღიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ტესტირება გაიარეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
დღეიდან პროგრამის მონაწილეები კომპანიებისთვის შეძლებენ:
ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და გაახლებას;
ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზებას;
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის განხორციელებას;
ცენტრი კვლავ აგრძელებს მიღებას სასწავლო პროგრამაზე „გარემოსდაცვითი მმართველი.“