2017 წლის 1 იანვრიდან, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ყველა ტექნიკოსს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს, ეკისრება სერტიფიცირების ვალდებულება.
სასწავლო პროგრამასის განხორციელებასა და შესაბამისი კარდის სავალდებულო სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობის პროგრამის (EAPIMP) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, სასწავლო პროგრამაზე დარეგისტრირებული პირველი 100 მემაცივრე-ტექნიკოსი უფასოდ გაივლის ტრენინგსა და სერტიფიცირებას.
სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით.
ტრენინგი მოიცავს, როგორც სამაცივრე-ჰაერის კონდიცირების სისტემების მომსახურების ტექნიკურ და გარემოსდაცვით თემებს, ასევე იმ საკანონმდებლო/მარეგულირებელ საკითხებს, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში მომსახურე ტექნიკოსებისთვის.
სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა: 2 დღე, 10:00-18:00 სთ.
სასწავლო პროგრამის დაწყების დრო: 21 ნოემბერი, 2016 წ.
სასწავლო პროგრამის ჩატარების ადგილი:გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. მის.: ი. ჭაჭავაძის გამზ. #76 მ, თბილისი, საქართველო
სასწავლო პროგრამაზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ან დაუკავშირდით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს.
საკონტაქტო ინფორმაცია
ირაკლი ბალანჩივაძე (+995) 577 96 05 56
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (+995) 32 2 11 20 23
ელფოსტა: education@eiec.gov.ge
მისამართი: ი. ჭაჭავაძის გამზ. #76 მ, თბილისი, საქართველო