გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლები და აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.
მოსწავლეებს ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი შეხვდა და შავი ზღვისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ ლექცია ჩაუტარა.
შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, საკუთარი პასუხისმგებლობის გაზრდას და გარემოსადმი დამოკიდებულების სასიკეთოდ ცვლილებას.