გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის -“მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად”- ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ეკოაქტივისტ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საკუთარი ინიციატივით სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებს აწყობენ.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე ისაუბრეს და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზეც იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს, გარემოსდაცვითი კუთხით სამოქალაქო აქტიურობისათვის,მინისტრმა მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადასცა.