გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების მეხუთე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
საჯარო განხილვას ორჰუსის კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირი ნინო გოხელაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრას კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.