ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოსისტემების მომსახურების გადასახადების კონცეფცია

ეკოსისტემების მომსახურების გადასახადების კონცეფცია

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის-RECC ორგანიზებით რეგიონული ტრენინგი “ეკოსისტემების მომსახურების გადასახადების კონცეფციის შესავალი” ტარდება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ  თეიმურაზ მურღულიამ,  კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა ნუნე ჰარუთუნიანმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების - GIZ პროგრამის დირექტორმა ჰანს-იოკამ ლიპმა მიმართეს. 

ტრენინგს აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის  გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების - GIZ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან. 

ოთხდღიან ტრენინგზე ყურადღება სამხრეთ კავკასიაში სათემო და ინდივიდუალურ ინიციატივებსა და პროექტებს, ეკოსისტემების მდგრადი მართვისა და რესურსების გამოყენების, ეკოსისტემების საბაზრო ღირებულებებისა და მომსახურების თემებს დაეთმობა.   

ტრენინგის დროს შემუშავებული კონკრეტული ქმედებებისა და საპილოტე იდეების რეალიზებაზე კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან -RECC- ერთად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება -GIZ იმუშავებს.

 

საჯარო განხილვები