ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საჯარო განხილვა

საჯარო განხილვა

გაცნობებთ, რომ მ/წ 31 ოქტომბერს 10:00 საათზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების მეხუთე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა.

შეგახსენებთ, რომ ორჰუსის კონვენციის მეხუთე ეროვნული ანგარიშის პროექტი განთავსებულია, როგორც სამინისტროს, ისე ცენტრის ვებგვერდზე. 

დაინტერებულ პირებს გთხოვთ, დაგვიდასტუროთ დასწრება მ/წ 26 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: international@moe.gov.ge; ტელ: 2 72 72 23.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ  ორჰუსის კონვენციის ეროვნულ პასუხისმგებელ პირს ნინო გოხელაშვილს შემდეგ მისამართზე: n.gokhelashvili@moe.gov.ge; ტელ.: 2 72 72 23; მობ.: 595 119 771.

მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #76ბ (ლოკომოტივის სტადიონთან); ტელ.: 2 11 20 23; შეხვედრის ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე


საჯარო განხილვები