სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციის/ცოდნის მართვის სისტემის შექმნით (Development) დაინტერესებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებს გიწვევთ:
2016 წლის 7 ოქტომბერს, 11:00 საათზე ღია კარის დღეზე, სადაც დაინტერესებული კომპანიები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხების დაზუსტებას შემუშავებული ტექნიკური დავალების საფუძველზე.
შეხვედრა გაიმართება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მის.: ჭავჭავაძის გამზ., ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია).
პროექტის “ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილია გარემოსდაცვითი ინფორმაციის/ცოდნის მართვის სისტემის შექმნა/განვითარება.
სისტემის საფუძველზე გარემოზე ზემოქმედების ტრენდების მონიტორინგის გზით, კერძოდ კი არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის (კლიმატი/ბიომრავალფეროვნება/გაუდაბნოება) თავმოყრისა და მუდმივი განახლების, ასევე სისტემის ანალიტიკურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა, გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის შესაძლებლობების განვითარება.
გთხოვთ იხილეთ დანართი - გარემოს საინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემის მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურის ამოცანის მიმოხილვა