ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016

სასტუმროში  „Radisson Blu Iveria Hotel“  „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ გაიმართა

ფორუმი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი  დაესწრნენ. 

ფორუმი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომლობით გაიმართა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კერძო სტრუქტურებისა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობას გაცნობოდნენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-16 წლებში 270 სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად, რომელთა ნაწილმა დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს. ცენტრის მიზანი სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადებაა.

საჯარო განხილვები