ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა

გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სამმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს,  GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა და GIPA - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს  შორის.

მემორანდუმს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და  GIPA- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა  მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მენეჯმენტის  უმაღლესი განათლების გაუმჯობესება და ახლადშექმნილი სამაგისტრო პროგრამის „გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ წარმატებული დანერგვის პროცესის ხელშეწყობა GIPA-ს, GIZ-ის და სამინისტროს მიერ. 

ახალი სამაგისტრო პროგრამა “გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა” GIZ- გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, GIPA- საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა  და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ურთიერთანამშრომლობით შემუშავდა და მისი მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით ახალი კადრების მომზადებაა.  პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 92%-მდე დაფინანსებას მიიღებენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები თეიმურაზ მურღულია და მაია ბითაძე, განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი,  GIPA-ს ლექტორები, GIZ-ის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. 

  

საჯარო განხილვები