მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის კონცეფცია წარადგინა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტი გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებას და ერთობლივი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის შემუშავებას ისახავს მიზნად.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ასევე საჯარო, საერთაშორისო, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.