გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კვლავ გრძელდება სასწავლო კურსი “გარემოსდაცვითი მმართველი”.
სასწავლო კურსის ,,გარემოსდაცვითი მმართველი“ მიზანი კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის შესაბამისი კადრის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოში მსგავსი კადრი და ამ მიმართულების კადრის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით შემუშავდა.