400 ტყის მცველი ტყის მდგრადი მართვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგკურსს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, GIZ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაივლის.
ტრენინგკურსის "ტყის დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები" მიზანი ტყის მდგრადი მართვისათვის ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მცველთა კვალიფიკაციის ამაღლებაა.
ტრენინგზე განიხილება ტყის მცველის მოვალეობები და ძირითადი საქმიანობა, გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხის ჭრის სახეები და ტყის დაცვა დაავადებებისგან.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ტყის მცველებს ტრენინგკურსის წარმატებით დასრულება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი გოდუაძემ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
პროექტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, GIZ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება