400 ტყის მცველი ტყის მდგრადი მართვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგკურსს გაივლის.
ტრენინგკურსის "ტყის დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები" მიზანი ტყის მდგრადი მართვისათვის ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მცველთა კვალიფიკაციის ამაღლებაა.
ტრენინგზე "ტყის დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები" განიხილება ტყის მცველის მოვალეობები და ძირითად საქმიანობა, გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხის ჭრის სახეები და ტყის დაცვა დაავადებებისგან.
შიდა ქართლის ტყის მცველებს ტრენინგკურსის წარმატებით დასრულება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
აღნიშნული პროექტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.