ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობირების ამაღლება, ვინაიდან პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ადგილობრივი თემებისა და დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობათა გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ.

შეხვედრა საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით ქვეყანაში დაგეგმილია ეროვნულ დონეზე მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორმა გახსნა, რომელმაც პროექტის მიზნებზე და ადგილობრივი თემების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით.

საინფორმაციო შეხვედრები ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მოწყვლად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი არასამთავრობო, თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების, მედიის და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე მოსწავლეები და სტუდენტები.

პროექტი 2019 წელს დაიწყო და 7 წლის განმავლობაში განხორციელდება.

საჯარო განხილვები