გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და „საბუკო“ - საზოგადოება ბუნების კონსერვანციისათვის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ველური ბუნებისა და მისი ბიომრავალფეროვნების კვლევის, შესწავლისა და კონსერვაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ:
საკლასო და საველე საგანმანათლებლო აქტივობებს;
სამეცნიერო და კვლევით ექსპედიციებს;
ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების ხელშემწყობ ღონისძიებებს.