გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ეკოპროექტების მენეჯმენტის ტრენინგ კურსის მონაწილეები პირველ შეხვედრაზე პროგრამის მოდულს გაეცნენ. მონაწილეები პროექტის წერის ეტაპებს, პრობლემის ხის აგებასა და ამოცანების დაგეგმვის ტექნიკას გაეცნენ.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან:
• ეკოპროექტის წერის ტექნიკას
• ფონდების მოძიების მექანიზმებს
• ეკოპროექტების პიარსა და ლობირებას
ეკოპროექტების მენეჯმენტის ტრენინგ კურსი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კურსი მონაწილეებს საშუალებას აძლევს შექმნან საკუთარი საპროექტო განაცხადები და გაეცნონ დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გზებს.