11 – 18 აპრილის ჩათვლით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი გარემოსდაცვითი მმართველი კიდევ თერთმეტმა ადამიანმა გაიარა.
მონაწილეებმა კურსის განმავლობაში შეისწავლეს:
• ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და გაახლება;
• ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზება;
• საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე თვითმონიტორინგი და შიდა კონტროლის
განხორციელება.
სასწავლო კურსის დასასრულს, მონაწილეებმა გაიარეს ტესტირება, რის შემდეგაც გარემოსდაცვითი მმართველები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ცენტრი აგრძელებს სასწავლო პროგრამას „გარემოსდაცვითი მმართველი“.
დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: eiec.gov.ge და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.ა