გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში 27 ეკოლიდერი, ორი თვის განმავლობაში გაეცნო თემებს - მწვანე ეკონომიკის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსების დაცვის, გარემოსდაცვითი პრინციპების, პროექტების წერისა და პიარ კამპანიის დაგეგმვის შესახებ.
მოსწავლეებმა ეკოლიდერთა სკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენებით გუნდურად იმუშავეს საპროექტო იდეებზე, რომელთა პრეზენტაციაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში შედგა.
მოსწავლეებმა პროექტები სხვადასხვა აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ დაწერეს და გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები დაგეგმეს.
შეხვედრის დასასრულს, ცენტრის დირექტორმა, ია პაპიაშვილმა ეკოლიდერთა სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.