გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსზე „გარემოსდაცვითი მმართველი“ კიდევ 11 ადამიანი გაივლის გადამზადებას. სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით მონაწილეები შეძლებენ:
· კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და გაახლებას;
· კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზებას;
· ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელებას.
ხუთდღიანი სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გარემოსდაცვითი მმართველის სერტიფიკატი გადაეცემათ.