ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად

მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „ეკოჰაბში“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაინტერესებულ პირებს შეხვდა და ბათუმში დაგეგმილი მინისტერიალის შესახებ ისაუბრა.

გიგლა აგულაშვილმა, მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრთა მერვე კონფერენციის „გარემო ევროპისთვის“ მნიშვნელობა, პერსპექტივები და კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

შეხვედრას სტუდენტები, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ბათუმში მინისტრთა მერვე კონფერენცია „გარემო ევროპისთვის“ 8-10 ივნისს არის დაგეგმილი. კონფერენციას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან. მინისტერიალის მთავარი თემები იქნება მწვანე ეკონომიკა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უზრულველყოფს მინისტერიალის საკოორდინაციო ჯგუფების შექმნასა და კონფერენციის ორგანიზებას.

საჯარო განხილვები