გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლა თიესს ეწვია. ჯანსაღი ცხოვრების წესის კვირეულის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენელმა შეხვედრაზე ჯანსაღი გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სკოლის მოსწავლეებს ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო.