ეკოლიდერებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, ია პაპიაშვილი შეხვდა, რომელიც მოსწავლეებს გარემოსდაცვითი პროექტების კამპანიის დაგეგმვაზე, განხორციელებასა და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი თემების ადვოკატირებაზე ესაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, ეკოლიდერებმა გუნდურად იმუშავეს და საკუთარი კამპანიების პრეზენტაცია წარმოადგინეს.