გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ შეხვედრა 71- ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა. მოსწავლეები შეხვედრაზე ასევე გაეცნენ ადამიანის უფლებებს გარემოს დაცვის სფეროში - ორჰუსის კონვენციას. შეხვედრის მიზანს მოსწავლეების არემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვა წარმოადგენდა.