გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ,,ნარჩენების მართვის კოდექსი" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და კომპანიების გარემოსდაცვით მმართველებს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო.
ცვლილებები ითვალისწინებს:
• კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრას;
• ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დამატებას;
• ცალკეული ნორმების დახვეწას.