გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კიდევ თხუტმეტმა გარემოსდაცვითმა მმართველმა გაიარა სასწავლო კურსი. მათ შორის იყო ორი წარმატებული სტუდენტი, რომლებმაც უსასყიდლოდ გაიარეს სასწავლო პროგრამა.
მონაწილეები ხუთდღიანი კურსის გავლის შემდგომ დამოუკიდებლად შეძლებენ:
• ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და გაახლებას;
• ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზებას;
• საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის განხორციელებას.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება, რომლის წარმატების გავლის შემდგომაც ისინი ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა.