ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად

მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, ეკოჰაბში, შეხვედრაზე „მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“, გარემოსდაცვითი საკითხები მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიასთან ერთად დაინტერესებულ პირებს გააცნო.

შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების, ნადირობს, ნარჩენების სეპარირების, გარემოსდაცვით სფეროში დანერგილი სიახლეებისა და ბათუმში დაგეგმილი მინისტერიალის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები გარემოსდაცვითი სფეროს შესახებ. ეკოჰაბში მიმდინარე შეხვედრაზე თვალის დევნება და კითხვების დასმა ლაივსტრიმის საშუალებითაც იყო შესაძლებელი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივა, „მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ მინისტრისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ პირთათვის შეხვედრის ორგანიზებასა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

საჯარო განხილვები