9 მარტს, 19:00 საათზე, ეკოჰაბში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: სატყეო სექტორის რეფორმა და ახალი კანონმდებლობა”.
შეხვედრას გაუძღვება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი.
დისკუსიაზე განიხილება:
2016 წელს სატყეო სექტორში დაგეგმილ ღონისძიებები
საკანონმდებლო ცვლილებები
ახალი "ტყის კოდექსი", რომელიც უნიკალური ტყეების შენარჩუნებასა და მათი
პოტენციალის ამაღლებას ითვალისწინებს.
დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია