გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს სასწავლო პროგრამას „გარემოსდაცვითი მმართველი.“
დღეიდან, ხუთი დღის განმავლობაში, ჩვენს ცენტრში კიდევ 15 მონაწილე გაივლის გადამზადებას.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და გაახლებას
• კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზებას
• ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების
შესრულებაზე თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის განხორციელებას.