ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად დაგეგმილია ნარჩენების აღრიცხვის, წარმოების და ანგარიშგების განხორციელების ელექტრონული სისტემის შექმნა, რომლის მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაცემების შეგროვება ელექტრონული დოკუმენტირებისა და ანგარიშგების პროცედურების დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, რომლებიც წარმოქმნიან, განათავსებენ, აგროვებენ, გადაზიდავენ ან/და ამუშავებენ ნარჩენებს. აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს კომპიუტერული და მობილური აპლიკაციების, ანგარიშგების, მომხმარებელთა მართვის და ანალიტიკური ინსტრუმეტების შექმნას.
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 18 მარტს, 12:00 საათზე, ელექტრონული სისტემის შექმნით დაინტერესებულ კომპანიებს გიწვევთ ღია კარის დღეზე. შეხვედრა ჩატარდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.
მის: ქ. თბილისი, გ.გულუას ქ.N6, მე-2 სართული.
ტელ.ნომერი: (032) 211 20 23
(+995) 551 28 51 51