ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტრეინინგ-კურსი ეკოპროექტების მენეჯმენტი

ტრეინინგ-კურსი ეკოპროექტების მენეჯმენტი


ტრენინგკურსი ეკოპროექტების მენეჯმენტი


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გთავაზობოთ ტრენინგკურსს ეკოპროექტების მენეჯმენტი. 
კურსი შექმნილია გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების პროექტებში, ან განახორციელონ საკუთარი იდეები.

პროგრამის მიზანია
მონაწილეთათვის ეკოპროექტების წერისა და მართვის უნარების შეძენა.

ტრენინგკურსის აღწერილობა:​
ტრენინგკურსი შედგება სამი ძირითადი მოდულისაგან:

1. ეკოპროექტების წერის ტექნიკა
მოდულის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტის მსვლელობის ყველა ეტაპი, პრობლემის ანალიზის მექანიზმები, გამოუმუშაოს კრიტიკული აზროვნების უნარი და გაუზარდოს მათ დასაქმების შანსი სხვადასხვა სტრუქტურებში.
მოდულის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ შეისწავლონ დაგეგმვის, ანალიზის, შეფასებისა და მონიტორინგის თანამედროვე მექანიზმები და განავითარონ საკუთარი საპროექტო განაცხადები.

2. ფონდების მოძიების მექანიზმები 
მოდულის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს გარემოსდაცვითი ფონდების მოძიების პრინციპები, გააცნოს დონორთა ტიპები, და განუვითაროს მათ დონორებთან კომუნიკაციის უნარი. 
მოდულის ფარგლებში  განხილული იქნება ალტერნატიული ფონდების მოძიების გზებიც. მონაწილეებს საშუალება ექნება რეალური საპროექტო განაცხადებისათვის მოიძიონ ფონდი და განავითარონ მათთან ურთიერთობის სტრატეგია.

3. ეკოპროექტების პიარი და ადვოკატირება
მოდულის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს პიარტექნოლოგიების გამოყენება გარემოსდაცვით ჭრილში, ასწავლოს კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება საზოგადოებაში გარემოსდაცვითი თემების ადვოკატირების მიზნით. შეასწავლოს გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელების ხერხები და განუმარტოს მათი მნიშვნელობა. 
თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად სტუდენები შეძლებენ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას გარემოსდაცვითი კამპანიების მაგალითების საფუძველზე.

კურსი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს :

1. შეიძინონ ეკოპროექტების წერისა და მართვის უნარ-ჩვევები
2. გაეცნონ გარემოსდაცვით დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის სტრატეგიასა და საპროექტო წინადადების მომზადების წესებს 
3, ჯგუფურად ან ინდივიდუალურად შექმნან საკუთარი საპროექტო განაცხადები.

ტექნიკური საკითხები:

სწავლის ხანგრძლივობა:   4 დღე 
კურსის მოცულობა: 12 საათი
ღირებულება: 200 ლარი (მოქმედებს 50 %-იანი ფასდაკლება)
სწავლების ენა: ქართული

კურსის ბოლოს მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ჯგუფური ან ინდივიდუალური პროექტები.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

როგორ დავრეგისტრირდეთ?
 დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ CV  საკონტაქტო მეილზე
 info@eiec.gov.ge და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა  
 სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა (იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი სტუდენტია).

ტრენინგკურსს წაიკითხავენ:

ია პაპიაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი

ნათია ჯავახიშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს აქვს საერთაშორისო ფონდების მოძიებისა და პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება.

საკონტაქტო პირი:

ნანა ქათამაძე
დირექტორის მრჩეველი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი
მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი 76 გ, ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია
ტელ. ნომერი : 577792220
ელ. ფოსტა; info@eiec.gov.ge

           

საჯარო განხილვები