გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან. ჩვენს ცენტრს თეთრიწყაროსა და ბოლნისის სკოლის 20 მოსწავლე ესტუმრა. „მომავლის თაობის“ პროგრამის წარმომადგენლებს შეხვედრა ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ ჩვენი ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა ჩაუტარა.