გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, სკოლამდელ სასწავლო სახელმძღვანელოზე მუშაობა დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით, ცენტრის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან, აღმზრდელებსა და მეთოდისტებთან გამართეს.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილებოდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადებული სკოლამდელი განათლების სასწავლო მასალების პირველადი ვერსია, სადაც ყურადღება გამახვილდა გარემოსდაცვით თემებზე - ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების დაზოგვა, ენერგოდამზოგველობა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მომზადებული დამატებით სახელმძღვანელო მასალების გამოყენებას ბაგა-ბაღების აღმზრდელები 2016 წლის გაზაფხულის სესიისთვის შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით 2015 წელს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტში შევიდა ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას.