გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კიდევ 20მდე ადამიანმა გაიარა გარემოსდაცვითი მმართველის კურსი.
ხუთდღიანი პროგრამის დასრულების შემდგომ, მონაწილეებმა ტესტირება გაიარეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
დღეიდან პროგრამის მონაწილეები კომპანიებისთვის შეძლებენ:
ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და გაახლებას;
ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზებას;
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე თვითმონიტორინგისა და
შიდა კონტროლის განხორციელებას;
ცენტრი აგრძელებს სასწავლო პროგრამას „გარემოსდაცვითი მმართველი.“