გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერითა და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანია ტყის მცველთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საჭიროებების გამოვლენა და ტრენინგების დაგეგმვა. პროექტის ფარგლებში 2016 წლის აპრილიდან საქართველოს 9 რეგიონში 400 მდე ტყის მცველი გადამზადდება.