ხუთდღიანი სასწავლო პროგრამის "გარემოსდაცვითი მმართველის" კურსის მონაწილეები ოფიციალურად გახდნენ გარემოსდაცვითი მმართველები.
სასწავლო კურსის დასრულებისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემდგომ, პროგრამის 30 მონაწილეს სერტიფიკატები ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა გადასცა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს მონაწილეების მიღებას სასწავლო კურსზე „გარემოსდაცვითი მმართველი.“