ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად

მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, ეკოჰაბში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემა განიხილა. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, რომელმაც მინისტრთან ერთად რეფორმის ინსტიტუციურ, საკადრო, ტექნოლოგიურ და სამართლებრივ მიმართულებაზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები გარემოსდაცვითი სფეროს შესახებ და პასუხები მინიტრისგან მიეღოთ.

შეხვედრას სტუდენტები, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივა, „მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ მინისტრისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ პირთათვის შეხვედრის ორგანიზებასა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

საჯარო განხილვები