ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

თევზჭერის მარეგულირებელ აქტებში ცვლილებების შესატანად მომზადებული პროექტების საჯარო განხილვა

თევზჭერის მარეგულირებელ აქტებში ცვლილებების შესატანად მომზადებული პროექტების საჯარო განხილვა

11 მარტს, 11:00 საათზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართება თევზჭერის საკითხების მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების შეტანის მიზნით მომზადებული პროექტების საჯარო განხილვა.

შეხვედრაზე განიხილება:
1. “თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N138 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი;
2. “თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი;
3. “სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის N21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი: ტელეფონი: +995 32 2 11 20 23; ელ-ფოსტა: info@eiec.gov.ge

ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური: ტელეფონი: +995 32 2 72 72 31;
ელ-ფოსტა: biodepbio@moe.gov.ge; n.khelaia@moe.gov.ge

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებერივი რესურსების მინისტრის ბრძანება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბერის №21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 

საქართველოს მთავრობის დადგენილება 2015 წლის ქ. თბილისი „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ 


საქართველოს მთავრობის დადგენილება 2015 წლის ქ. თბილისი ,,თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ  

საჯარო განხილვები