„მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალი ნიციატივაა, რომლიც ფარგლებშიც, ეკოჰაბში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ პირებს შეხვდა.
ეკოჰაბის სტუმრებმა გიგლა აგულაშვილთან ერთად განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები და ამ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივა, მინისტრისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ პირთათვის შეხვედრების ორგანიზებას და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
„მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ პერიოდულად, ეკოჰაბში გაიმართება.