სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ასოციაცია- ,,ბიოს“ ორგანიზებით შედგა შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან. ცენტრმა თბილისის, წალკის, მარნეულის, მცხეთისა და ხარაგაულის სკოლის პედაგოგებს უმასპინძლა. დაცული ტერიტორიების, ეკოტურისტული პოტენციალისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ, მასწავლებლები ჩვენთან მიღებულ ცოდნას სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს აუზიარებენ.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა - ნატო სულთანიშვილმა ჩაატარა.