გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს სასწავლო პროგრამას „გარემოსდაცვითი მმართველი.“
დღეიდან, ხუთი დღის განმავლობაში, ჩვენს ცენტრში, 30 მონაწილე გაივლის გადამზადებას. სასწავლო კურსის მონაწილეებს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია შეხვდა და გარემოსდაცვითი მმართველის როლის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ კომპანიებში გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციის დაკავება და ახალი კომპეტენციით გათვალისწინებული მოვალეობების სრულყოფილად შესრულება.
კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.