თემურ მურღულიას საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციაზე განიხილებოდა: ეკონომიკურ აზროვნებაში პარადიგმის ცვლილება, „მწვანე“ ეკონომიკის თანამედროვე პრინციპების დანერგვა და ამ პროცესში ახალგაზრდების როლი.
შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო და ის ლაივსტრიმის საშუალებითაც გადაიცემოდა. ცენტრის იუთუბ გვერდის საშუალებით შეხვედრას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ადევნებდნენ თვალს.