ველურ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემატიკაზე ნახატების კონკურსის დასრულებასთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა თავისი სივრცე ერთი დღით, პატარა მხატვრებს დაუთმო.
კონკურსის ფარგლებში საკუთარი ნიჭისა და შემოქმედების წარმოჩენა 400-მდე მოსწავლემ შეძლო. გამოფენის დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. კონკურსი (CITES) „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის მცენარეთა კომიტეტის რიგით 22-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.