2014-2020 წლის ეროვნული ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის (NBSAP -ის) განხორციელების ხელშეწყობის მიზნით - განათლების თემატურ ჯგუფებს კოორდინაციას უწევს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
დღეს, განათლების ჯგუფის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა მოეწყო. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდნენ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე უწყებებმა გასული წლის ანგარიშები წარმოადგინეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.