პარასკევი საღამო ეკოჰაბში დაეთმო დისკუსიას თემაზე: "რამდენად მზადაა ბიზნესი და საზოგადოება ნარჩენების მართვისთვის?"
შეხვედრაზე, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა და მეწარმეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ნარჩენების მართვის კოდექსთან , ამოქმედებულ რეგულაციებთან და გარემოსდაცვითი მმართველის კომპეტენციებთან დაკავშირებით. დისკუსიის ონლაინ რეჟიმში ნახვა და კითხვების დასმა შესაძლებელი იყო იუთუბის საშუალებითაც.