ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს 144 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ.
შეხვედრაზე ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ნატა სულთანიშვილი მოსწავლეებს მსოფლიოსა და საქართველოს ჭარბტენიან ტერიტორიებზე, ბიომრავალფეროვნებაზე და რამსარის კონვენციაზე ესაუბრა.
დღესვე, 144-ე სკოლის მოსწავლეებს, ველურ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემაზე ჩატარებული ნახატების კონკურსში მონაწილე ნამუშევრები დახვდათ გამოფენილი და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.