გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში - “ეკოჰაბში”, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის ნელი კორკოტაძის საჯარო ლექცია ,,რა შემთხვევაში ირღვევა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა?” ჩატარდა.
ლექცია დაეთმო საქართველოში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ყველაზე გავრცელებულ შემთხვევებს, დარღვევების სტატისტიკურ მონაცემებსა და მათ გამომწვევ მიზეზებს, ასევე გარემოსდაცვით სამართალდარღვევათა გამოვლენის ფაქტებს გეოგრაფიული არეალების მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ “ეკოჰაბი” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე სივრცეს წარმოადგენს, სადაც საშუალება გეძლევათ პერიოდულად დაესწროთ საჯარო ლექციებს, დისკუსიებსა და კინოჩვენებებს გარემოსდაცვით თემებზე.