გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა მარტვილის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გარემოს დაცვის თემაზე ლექცია ჩაუტარეს.
ლექციას მარტვილის პირველი და მეორე საჯარო სკოლების, სოფლების: ნაგვაზაოს, ხუნწისა და დიდი ჭყონის საჯარო სკოლების მოსწავლეების გარდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მარტვილის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
ლექცია სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის “საქართველოს მოხალისე” ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მუდმივად ახორციელებს მსგავს შეხვედრებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით.