დღეს, ეკოლიდერთასკოლაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომელი გიზო ჭელიძე მოსწავლეებს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებებისა და მდგრადი განვითარების შესახებ ესაუბრა.
ასევე დღეს ეკოლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა ტრენერებს საკუთარი პროექტები წარუდგინეს. ტრენინგის დასასრულს კი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.